Posts

დღე - 9

დასრულდა ჩვენი ტრენინგი. როგორ გავიდა 9 დღე არ ვიცი. ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და დატვირტული სამუშაო გრაფიკით ვიმუშავეთ ბატონ დიმიტრი პოპოვთან ერთად. დრეს 23 ივლისს პედაგოგებმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. წავიკითხე ჩემიც. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. უკეტესად გავიაზრე პროექტის განხორციელების პროცედურები. ბოლოს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. მადლობას ვუხდი ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს საინტერესო ტრენინგისათვის....

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის საქაღალდის ბმული

დღე - 8

ტრენინგის მე-8 დღეც იყო საინტერესო და ნაყოფიერი.ტრენერმა გაგვაცნო მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.  მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. თემა იყო მასწავლებელი ტოგორც ფასილიტატორი. დეტალურად გავეცანით რას ნიშნავს მასწავლებელი ფასილიტატორი; სსსმ მოსწავლეებისათვის როგორ უნდა ვიმუშაოთ და ასევე როგორ შევთავაზოთ ნიჭიერ მოსწავლეს დამატებითი დავალებები ისე, რომ მისთვის სამუშაო იყოს საინტერესო.   ტრენინგი  ძალიან საინტერესო იყო ჩემი მომავალი საქმიანობისათვის.   

დღე - 7

   2018 წლის 18 ივლისს ჩატარდა ტრენინგის მე-7 დღე. ამ ეტაპზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შესახებ. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები, ვისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.  ამ დღის ტრენინგიც იყო მუშა და საინტერესო.

დღე - 6

      16 ივლისს ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ მოდული 5. მოსწავლის პროექტის შეფასება. განვიხილეთ შეფასების სტანდარტები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები და თუ როგორ უნდა მოვახდინოთ  მოსწვლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.

დღე - 5

Image
    15 ივლისს გაიმართა ტრენინგის მე-5 დღე. შევისწავლეთ თუ როგორ ხდება მოსწავლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა; როგორ მივაღწიოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს;  ასევე შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; როგორ შევძლოთ ინტერნეტ გამოყენება კვლევისათვის, ინტერნეტ კავშირ მსოფლიოსთან; მოსწავლის ნიმუშის შექმნა.   ტრენინგი კვლავ საინტერესოდ წარმართა ბატონმა დიმიტრიმ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.   

ჩემი პროექტის შესახებ