Posts

Showing posts from July, 2018

დღე - 9

დასრულდა ჩვენი ტრენინგი. როგორ გავიდა 9 დღე არ ვიცი. ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და დატვირტული სამუშაო გრაფიკით ვიმუშავეთ ბატონ დიმიტრი პოპოვთან ერთად. დრეს 23 ივლისს პედაგოგებმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. წავიკითხე ჩემიც. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. უკეტესად გავიაზრე პროექტის განხორციელების პროცედურები. ბოლოს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. მადლობას ვუხდი ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს საინტერესო ტრენინგისათვის....

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის საქაღალდის ბმული

დღე - 8

ტრენინგის მე-8 დღეც იყო საინტერესო და ნაყოფიერი.ტრენერმა გაგვაცნო მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.  მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. თემა იყო მასწავლებელი ტოგორც ფასილიტატორი. დეტალურად გავეცანით რას ნიშნავს მასწავლებელი ფასილიტატორი; სსსმ მოსწავლეებისათვის როგორ უნდა ვიმუშაოთ და ასევე როგორ შევთავაზოთ ნიჭიერ მოსწავლეს დამატებითი დავალებები ისე, რომ მისთვის სამუშაო იყოს საინტერესო.   ტრენინგი  ძალიან საინტერესო იყო ჩემი მომავალი საქმიანობისათვის.   

დღე - 7

   2018 წლის 18 ივლისს ჩატარდა ტრენინგის მე-7 დღე. ამ ეტაპზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შესახებ. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები, ვისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.  ამ დღის ტრენინგიც იყო მუშა და საინტერესო.

დღე - 6

      16 ივლისს ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ მოდული 5. მოსწავლის პროექტის შეფასება. განვიხილეთ შეფასების სტანდარტები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები და თუ როგორ უნდა მოვახდინოთ  მოსწვლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.

დღე - 5

Image
    15 ივლისს გაიმართა ტრენინგის მე-5 დღე. შევისწავლეთ თუ როგორ ხდება მოსწავლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა; როგორ მივაღწიოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს;  ასევე შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; როგორ შევძლოთ ინტერნეტ გამოყენება კვლევისათვის, ინტერნეტ კავშირ მსოფლიოსთან; მოსწავლის ნიმუშის შექმნა.   ტრენინგი კვლავ საინტერესოდ წარმართა ბატონმა დიმიტრიმ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.   

ჩემი პროექტის შესახებ

დღე - 4

   2018 წლის 13 ივლისს გაიმართა ტრენინგის  მე-4დღე. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევისწავლეთ და განვსაზღვრეთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად,მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენს სასწავლო პროექტზე.     ტრენინგი ამჯერადაც იყო მუშა და საინტერესო...

დღე - 3

2018 წლის 9 ივლისს ჩატარდა ტრენინგის მე-3 შეხვედრა. ამ დღეს ვიმუშავეთ საინფორმაციო ბუკლეტებზე; პროექტის გეგმის ნიმუშზე.  ტრენინგი იყო საინტერესოოო.

დღე - 2

Image
7 ივლისს ჩატარდა ტრენინგი "სასწავლო პროექტები"-ს მეორე ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგზე გავეცანით პროექტის მოთხოვნებს; გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას პროექტით სწავლების თემაზე;  ბროშურების ნახვის შემდეგ ვეცადეთ შეგვექმნა ჩვენს პროექტზე მორგებული კითხვები, თუ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ბროშურა, რომელიც უნდა დავამზადოთ პროექტის მონაწილე მოსწავლეების  მშობლებისათვის; ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო ჩვენთვის.

დღე - I

    6 ივლისს დავიწყეთ "პროექტებით სწავლის" ტრენინგი. ტრენერი არის ბატონი დიმიტრი პოპოვი.  ეთმანეთის გაცნობის შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის ზოგადი მიზნები და ამოცანები, შემდეგ გვესაუბრა პირველი დღის განრიგზე.  პირველ შეხვედრაზე გავეცანით პროგრამა "ვიუერი-ს- ელექტრონულ სახელმძღვანელოს; 21-ე საუკუნის უნარებს; სასწავლო პროექტისა და ჩვეულებრივ გაკვეთილს შორის მოვახდინეთ განმასხვავებელი და მსგავსი ნიშნების მიხედვით დაჯგუფება; გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს.     მეორე ეტაპზე ვიფიქრეთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ვხვდებით მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.